1


3 comments:

  1. "Bavshvi romelsac dedis sitbo aklda"
    Ert mdidar ojaxshi cxovrobda patara da dzalian sayvareli gogona, romlis mshoblebs mistvis mudam ar ecalat, gogonas dzidza zrdida. Bavshvs dzalian aklda dedis alersi da sitbo ris gamic xshirad tiroda da mowyenili iyo.

    ReplyDelete
    Replies
    1. შრიფტი შეცვალე. დაწერე მოთხრობად ან ნოველად. უნდა იყოს პატარა ამბავი.

      Delete
  2. თვალები რომელიც ყველაფერს ამბობს
    -გამარჯობა
    -გამარჯობა
    პატარა გიორგიმ ხელის ჩამორთმევა სცადა, თუმცა ნიკამ უკან დაიხია, თითქოს რაღაცამ შეაშინა.
    -რატომ ხარ მარტო? ჰკითხა გიორგიმ
    თუმცა ნიკამ არაფერი არ უპასუხა , გიორგი დიდად გახელილი ცისფერი თვალებით გაკვირვებული უყურებდა ნიკას, ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა თუმცა გიომ კვლავ სცადა დიალოგის დაწყება
    -ვერ მივხდი რატომ არ გსურს საუბარი ან რატომ დაიხიე უკან ხელის ჩამორთმევისას, გაწუხებ ალბათ
    -არა, უბრალოდ არ ვარ მიჩვეული ადამიანებთან ხშირ კონტაქტს-უპასუხა ნიკამ.
    - მგონი კითხვები არ მოგწონს და ამიტომაც არ მპასუხობ.
    ნიკას გაეღიმა ეტყობოდა რომ გაკვირვებული იყო, მასთან ურთიერთობა ყველას უჭირდა თუმცა პატარა გიორგი არ ეშვებოდა.
    -მე...მე იცი აუტიზმით დაავადებული ვარ. თქვა ნიკამ ხმის კანკალით, ჩემი განვითრების დონე ძალიან დაბალია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ვარ, არ მიყვარს როდესაც პირად სივრცეში მეჭრებიან ან მეხებიან. დაამთავრა საუბარი ნიკამ, თავი დაბლა დახარა და თვალები ცრემლებით აევსო.
    -ანუ განსხვავებული ხარ? და ამის გამო ხარ მარტო, ამის გამო არ გიღებს ხალხი, არ გყავს მეგობრები, რა ცუდია როდესაც საზოგადოება გრიყავს შენივე გამორჩეულობის გამო, ისინი ხომ ვერ ხვდებიან როგორ გტკივა, როგორ განიცდი თუმცა, მოიცა შენ რა ტირი? და ვის გამო? მე ძალიან მომწონხარ და არ მადარდებს სხვისი აზრი.
    თქვა აცრემლებული თვალებით გიომ, მისი ცისფერი თვალები იმხელა გულწრფელობას იტევდა, ისეთი კეთილი გამოხედვა ჰქონდა რომ ნიკა მაშინვე მიენდო არ იცოდა რა ხდებოდა უკვირდა თან უხაროდა, ეს ხომ პირველი ადამიანი იყო ვისაც გულწრფელად უნდოდა მასთან მეგობრობა.
    -ნუთუ ყველა ასეთი ბოროტია, ყველას გონება აქვს დაბინდული და ვერ ხვდება რამხელა ზიანს გაყენებენ დამცირებით. წაიბურტყუნა გიომ.
    -არა მყავდა ერთი მეგობარი. ნიკას ხმაზე ეტყობოდა რომ ტირილს ძლივსღა იკავებდა, თითქოს ყელში რაღაც აწვებოდა, უნდოდა ეტირა თუმცა რაღაც შინაგანი ძალა ამის უფლებას არ აძლევდა.
    -ჩემი ძმა. განაგრძო ნიკამ. ჩვენ სულ საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მასაც შენსავით კეთილი თვალები ჰქონდა. ნიკამ თავი დახარა, საუბრის გაგრძელება სურდა, თუმცა გიომ არ აცადა.
    -რა მოუვიდა მას?
    -გარდაიცვალა. უთხრა ნიკამ.
    -გენატრება?
    -მენატრება
    -გიყვარს?
    -არ ვიცი ამ გრძნობას რა ჰქვია, ის ხომ მკვდარია
    -როგორ შეიძლება მკვდარი გიყვარდეს? მაგრამ იგი სულ ჩემთან იქნება. ხშირად როდესაც მარტო ვრჩები საკუთარ თავთან მას ველაპარაკები, ვუყვები ყველაფერს, მართალია ჩემს ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება თუმცა თითოეულ წვრილმანს ვუყვები, როგორ თამაშობენ ეზოში ბავშვები, როგორ არის ჩემი ყვავილი რომელიც მან დამიტოვა სანამ გარდაიცვლებოდა, შენზეც მოვუყვები, დარწმუნებული ვარ გაუხარდება, თუმცა არ მინდა მშობლებმა დამინახონ მასთან ლაპარაკის დროს და გიჟი ვეგონო, ისედაც იმდენი სადარდებელი შევუქმენი.
    გიორგი ტიროდა ცრემლებს ვეღარ იკავებდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და თქვა:
    -ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით, მე მესმის შენი, შენი ძმა არ მომკვდარა ის უბრალოდ გაფრინდა, გაფრინდა ვარსკვლავზე კოსმოსში, შორს ამ ხალხისგან, ამ ბოროტებისგან და ბოღმისგან, არ ინერვიულო ის ჩემ მშობლებთან ერთად არის თქვა გიომ და ცრემლები მოიწმინდა, დარწმუნებული ვარ ჩემი მშობლები და შენი ძამიკო ერთად არიან, აი მალე დაღამდება და როდესაც დაბნელდება ცას ახედე და ვარსკვლავებს შორის ყველაზე ნათელი რომელიც იქნება მას ჩვენი ვარსკვლავი დაარქვი და წარმოიდგინე რომ იქ ჩემი მშობლები და შენი ძმაა, ალბათ ჩვენც მათთან წავალთ როდესაც ამის დრო დადგება.
    ნიკა გაშეშდა პატარა გიორგი გულში ჩაიკრა და დაამშვიდა, გიოს გაუკვირდა და გაეღიმა.
    ნანა კირვალიძე

    ReplyDelete