8


4 comments:

  1. "Jariskaci"
    Yvela jariskacistvis omshi wasvla aris didi pasuxismgebloba, radgan igi tovebs ojaxs, samshoblos da midis iq saidanac sheidzleba vegar dabrundes, magram amis miuxedavad igi amas mainc aketebs da mzadaa tviton cecxlshi shevides, ojaxi da samshoblo ki gadaarchinos.

    ReplyDelete
  2. სახელი, შრიფტი? და უნდა იყოს მოთხრობა, პატარა მინიატურა და არა მესიჯი

    ReplyDelete
  3. მეხანძრე
    ზოგადად ყველა მეხანძრე არის გმირი. ისინი საკუთარ სიცოცხლესაც კი წირავენ მოქალაქეებისათვის. ამის ერთ-ერთერთი მაგალითია მეხანძრე ნიკო. ის იყო მაღალი, გამხდარი, დიდსულოვანი ადამიანი. ყავდა ოჯახი; ცოლი და სამი შვილი ორი გოგო და ერთი ბიჭი. მას ხშირად უწევდა მორიგეობა და ამ დროს ძალიან ენატრებოდა თავისი შვილები მათთან გართობა, მოსიყვარულება და თამაში. ეს ფიქრები კი ბუშტივით ქრებოდა როცა ალ მოკიდებულ სახლს უყურებდა, უცებ გადაეშვებოდა ხოლმე ცეცხლის ალში, გული უჩქარდებოდა და მხოლოდ ამ სახლზე ფიქრობდა.
    ერთ მშვენიერ დღეს მეხანძრეები ჩვეულებრივ წავიდნენ გამოძახებაზე როცა ნიკომ გაიგო მისამართი გული აუჩქარდა, მუხლები მოეკვეთა და შეშინდა ეს იყო მისი სახლის მისამართი. წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა როცა საკუთარ ალ მოკიდებულ სახლის წინ იდგა, გაახსენდა რუსთველის სიტყვები: ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა ის ხომ ლომივით უძლეველი იყო მაგრამ ამ დროს ჩაესმოდა მისი უსუსური შვილების ყვირილი. ის და მისი მეგობრები უშიშრად შევარდნენ ცეცხლში გამოიყვანეს ორი ბავშვი მაგრამ ცოლი და ერთი ბავშვი სხვა ოთხში იყვნენ რომლის კარიც ცეცხლის ენებს სულ ჩაეკეტა. მაგრამ მეხანძრე არც კი დაფიქრებულა და გაკვეთა ცეცხლი ისინი გამოიყვანა მაგრამ ძალიან მძიმედ დაშავდა ექიმები მის გადარჩენას ვერ ახერხებდნენ რადგან სხეულის დიდი ნაწილი და სასუნთქი გზები დაზიანებული ჰქონდა. მისი ცოლი და შვილები გადარჩნენ. მთელმა ქალაქმა გაიგო მათი ამბავი და ყევლა იმით ეხმარებოდა მათ რითიც შეეძლოთ. გავიდა წლები და შვილები გაიზარდნენ ისინი ამაყობდნენ გმირი მამით.
    დალი კობაიძე

    ReplyDelete
  4. საბედისწერო ექსკურსია
    გამარჯობა მე მარიამი ვარ და მინდა გიამბოთ ჩემს ცხოვრებაზე. მშვენიერი დღე იყო კლასელები და მასწავლებლები ვემზადებოდით ექსკურსიაზე წასასვლელად. სიმართლე გითხრათ არ მინდოდა წასვლა, მაგრამ აუცილებელი იყო.
    ბევრი სიარული და გართობა არ მიყვარს და არც არასდროს მქონია სურვილი ჩემს კლასელებთან ერთად წასვლის, ისინი განსხვავდებიან ჩემგან. ყველა მეუბნება თუ რატომ ვარ ასეთი ჩაკეტილი, სევდიანი, მოწყენილი და რატომ არ მაინტერესებს არაფერი . ბავშვობაში ძალიან მხიარული, ბედნიერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ჩემი ცხოვრება კლასთან ერთად ექსკურსიაზე წასვლამ შეცვალა. ყველაფერი კარგად იყო როდესაც ტყეში ვიყავით და ვერთობოდით, ვყვებოდით საინტერესო ამბებს, ვთამაშობდით, მაგრამ თამაშში და გართობაში დაგვიღამდა, საბედნიეროდ უფროსებთან ერთად ვიყავით, ჩემს კლასელებს შეეშინდათ რადგან ღამე იყო და უცნაური ხმები გვესმოდა გარეთ ძალიან ციოდა ყველა შეშინებული იყო მათ შორის მშობლებიც და მასწავლებლებიც. რადგან საქმე ასე ცუდად წავიდა გადავწყვიტე რომ, გვეპოვნა პატარა სახლი სადაც შევძლებდით გათენებას. მარტო არ გამიშვეს და გამომყვნენ ჩემი კლასელებიც, დავიყავით და ბავშვები სხვადასხვა გზით წავიდნენ. მე ვერაფერი ვნახე სადაც შევძლებდით თავის შეფარებას. მოულოდნელად გაისმა ბავშვების ყვირილი, მივრბოდი და დავინახე მეგობრების ბედნიერი სახე, პატარა მიტოვებული სახლი იპოვეს. დავუძახეთ მშობლებს და შევედით მიტოვებულ სახლში იყო ძალიან სიბინძურე და სიცარიელე იქვე იყო ბუხარი. ბავშვებს და მასწავლებლებს გარეთ დაგვრჩა ნივთები და უნდა წავსულიყავით, რომ მოგვეტანა. დედაჩემმა თქვა, რომ აქაურობას მოაწესრიგებდა და სანამ დავბრუნდებოდით ცეცხლს დაანთებდა. ყველა დაეთანხმა და წავედით გზაში ბავშები იცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ძალიან მაგარი ექსკურსია იყო. შევაგროვეთ ნივთები და უკან ვბრუნდებოდით როცა სახლს მივუახლოვდით დავინახეთ სახლს ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული დავიწყე ყვირილი, ვყვიროდი რომ იქ დედაჩემი იყო, ვერავინ ვერ შევიდა, რადგან სახლი იწვოდა მთლიანად. გამოვუძახეთ მეხანძრეებს, მეხანძრეები როდესაც მოვიდნენ შევიდნენ სახლში ძალიან ცუდად ვიყავი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როდის გამოიყვანდნენ დედაჩემს. როდესაც მეხანძრეები გამოვიდნენ სახლიდან და დედაჩემი ვერ დავინახე ვიკითხე სად იყო იგი. ხმა არავის გაუცია სანამ ცეცხლისკენ არ წავედი. -ვიზიარებ თქვა მეხანძრემ.
    მივტრიალდი და გავშეშდი ვერ დავიჯერე რომ დედაჩემი გარდაიცვალა ვტიროდი და თავს ვადანაშაულებდი იმაში რომ დედაჩემი მარტო დავტოვე. ყველაზე ცუდი გრძნობაა როდესაც აანალიზებ რომ დედა გვერდით აღარ გეყოლება. ამის შემდეგ სიცარიელეს ვგრძნობ გვერდით არავინ მყავდა, არავინ მამხნევებდა, ცხოვრება დედის გარეშე ეს ხომ წარმოუდგენელია თითქოს ამ სამყაროში მარტო დავრჩი. ცოტახანი მიჭირდა ამ ყველაფრის გაანალიზება, როდესაც წარმოვიდგენდი რა იქნებოდა ამის შემდეგ, როგორ დამაკლდებოდა იგი, ჩემთვის ყველამ და ყველაფერმა დაკარგა აზრი, მაგრამ ბოლოს მივხვდი ის რომ აქ იყოს ეს არ მოეწონებოდა , დარწმუნებული ვარ მას ენდომებოდა რო ცხოვრება გამეგრძელებინა და ძლიერი ვყოფილიყავი, ამიტომაც ვცდილობ მართალია მის გარეშე ეს ყველაფერი ძალიან მიჭირს მაგრამ არ მსურს დედაჩემს იმედები გავუცრუო . ეს იყო ის რაზეც მინდოდა რომ მესაუბრა, თუ რატომ ვარ დღემდე ასეთი ჩაკეტილი და უინტერესო.
    თიკა გაგუა

    ReplyDelete