მინიატურა
მინიატურა
ზოგადად, ეწოდება მცირე ფორმის მხატვრულ ნაწარმოებს. იგი შეიძლება წარმოადგენდეს:
1) ფერად გამოსახულებას, რომლითაც რთავდნენ და ასურათებდნენ შუა საუკუნეების ხელნაწერებს (მინიატურა ეწოდა „მინიუმიდან“ დამზადებული საღებავის გამოყენების გამო);
2) სპილოს ძვალზე, ლითონზე და ა.შ. პატარა, ფაქიზად შესრულებულ მხატვრობას;
3)პატარა მოცულობის თეატრალურ პიესას, ანდა ნარკვევს, მოთხრობას;
4) მცირე ზომის მუსიკალურ პიესას.
1) ფერად გამოსახულებას, რომლითაც რთავდნენ და ასურათებდნენ შუა საუკუნეების ხელნაწერებს (მინიატურა ეწოდა „მინიუმიდან“ დამზადებული საღებავის გამოყენების გამო);
2) სპილოს ძვალზე, ლითონზე და ა.შ. პატარა, ფაქიზად შესრულებულ მხატვრობას;
3)პატარა მოცულობის თეატრალურ პიესას, ანდა ნარკვევს, მოთხრობას;
4) მცირე ზომის მუსიკალურ პიესას.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ნოველა
ნოველა — მცირე მოცულობის ეპიკური ჟანრი, რომელიც ემყარება თხრობის ხერხს და პროზის (იშვიათად ლექსის) ფორმით წარმოსახავს ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ერთ მომენტს, ერთ ასპექტს. მისთვის დამახასიათებელია მარტივი სიუჟეტი, პერსონაჟთა უკიდურესი სიმცირე. მოთხრობისაგან განსხვავებით, ნოველაში ძალზე შეკუმშულადაა ნაჩვენები ყოფითი დეტალები, გარემო, ხასიათის ფორმირების პროცესი; მისთვის უცხოა აღწერითი მომენტები. აქცენტი გადატანილია მოვლენის რომელიმე ერთი მხარის, პერსონაჟის რომელიმე თვისების განსახოვნებაზე, რაც განაპირობებს თხრობის ლაკონიზმს და მოქმედების ექსპრესიას. კომპოზიციურად ნოველა შეკრულია. კვანძის შეკვრა და გახსნა სწრაფად ხდება; ფინალი, რომელიც ხშირად მოულოდნელი შედეგით ხასიათდება, მკითხველის მძაფრ ემოციებს იწვევს.
ნოველა, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ჩაისახა და განვითარდა იტალიაში XIV-XV საუკუნეებში (ბოკაჩო, საკეტი, მაზუჩო და სხვა); შემდგომში გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
ნოველის ცნობილი ნიმუშები შექმნეს პროსპერ მერიმემ, გი დე მოპასანმა, ანტონ ჩეხოვმა, ო. ჰენრიმ, ერნესტ ჰემინგუეიმ და სხვებმა. ქართულ ლიტერატურაში - შიო არაგვისპირელმა, ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ, ლეო ქიაჩელმა, სერგო კლდიაშვილმა და სხვამ.
No comments:
Post a Comment