მე ვარ ბილი. 23 წლის ასაკში ქალის გატაცების ბრალდებით დამიჭირეს. სასამართლო პროცესში ფსიქოლოგმა დროდადრო შეამჩნია ჩემში საეჭვო ქცევები. მან და მისმა თანამშრომლებმა ღრმად შემისწავლეს და აღმოაჩინეს ბევრი დაუჯერებელი თუ ამოუცნობი ფაქტი ჩემი ცხოვრების შესახებ. საბოლოოდ დამისვეს დიაგნოზი,რომ მე მაქვს იდენტურობის დისოციაციური აშლილობა ანუ პიროვნების გაორება, როდესაც ერთ ინდივიდში ორი პიროვნება ცოცხლობს. ჩემს თავში კი 24 შეიკრიბა. გონებრივი „ოჯახიდან“ ყველაზე კარგად 8-ს ვიცნობ: არტურს - განათლებული ინგლისელი, სახლში წესრიგზე პასუხს ის აგებდა; რეიჯელი - იუგოსლავიელი კომუნისტი, დახელოვნებული კარატესა და ცეცხლსასროლ იარაღებში; ალენი - ქურდბაცაცა და კარგი მანიპულატორი; ტონი - თავის დაღწევისა და ელექტრონიკის ოსტატი; დელი - 14 წლის შეშინებული ბიჭი; დევიდი - სხვების წამებას თავის თავზე იღებდა; ქრისტინა - 3 წლის უსაყვარლესი „ოჯახის“ წევრი და ქრისტოფერი - ქრისტინას ძმა. უმეტეს შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ვერ ეგუებიან, ყველაფერზე სხვადახსვა აზრი გააჩნიათ და მთელ „ცხოვრებას“ კონფლიქტში ატარებენ. მათი გადაცვლისა და გარჩევის შესაძლებლობა ყველა დამკვირვებელს შეუძლია, რადგან თითოეული მათგანისათვის განსხვავებული ხმა და მიმიკაა დამახასიათებელი. ხშირად არტური და რეიჯელი მაკონრტოლებენ, მათ გამოიმუშავეს ქცევის კოდექსი სხვა პიროვნებებისათვის: ორი მათგანი აქცენტით ლაპაპარაკობდა, ერთმა ისეთი ენა იცოდა,რომელიც მე არასოდეს მისწავლია, მეორეს შეეძლო თავი დაეღწია ხელბორკილებიდან, ამიტომ ის ლიდერის როლს ითამაშებდა ციხეში მოხვედრისას,ხოლო მესამე არაჩვეულებრივად ხატავდა. თვით საკუთარი პიროვნებები არ მართავდნენ ჩემს სხეულს, რადგან თუ მე ხელში ჩამივარდებოდა შანსი სხეულის გაკონტროლებისა, ვერ მივხვდებოდი ირგვლივ რა ხდებოდა,სად ვიმყოფებოდი და თვითმკვლელობას ვცდიდი. განმეორებითი „გამოღვიძებით“ შოკში ვვარდებოდი, მეგონა სუიციდის წინა მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, ვფიქრობდი, რომ დიდი ხნის მკვდარი ვიყავი. ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე ქრისტინამ ტორტი გამომიცხო, ამ დღის საპატივსაცემოდ არტურმა ჩემი გამოღვიძების ნება დართო,თუმცა შემთხვევამ კიდევ ერთი სუიციდის მცდელობა გამოიწვია და რამდენიმე წელი „ჩაძინებაც“ მომიხდა. დაკითხვებზე ჩემთან საუბარი უკიდურესად რთული იყო. ფსიქიატრები არტურს დიდი ხნის განმავლობაში თხოვდნენ ჩემს „გაღვიძებას“. არტური დათანხმა იმ პირობით თუ ისინი უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ მცნეს. ახლახანს მოხუცთა თავშესაფარში „გამოვიღვიძე“ და 59 წლის ასაკში ველოდები თუ როდის მომიკაკუნებს კარზე სიკვდილი და დამიხსნის ამ აუტანელი ტანჯვისგან.
"Nichi"
ReplyDeleteYvela adamians gaachnia raime nichi, zogi xatavs, zogi mgeris, zogic cekvavs magram zogiert adamians sheidzleba ramodenime nichi hqondes,rac ishviatad xdeba,adamianebi romlebsac aseti ragac axasiatebs unikalurebi arian.
"პიროვნება"
ReplyDeleteმე ვარ ბილი. 23 წლის ასაკში ქალის გატაცების ბრალდებით დამიჭირეს. სასამართლო პროცესში ფსიქოლოგმა დროდადრო შეამჩნია ჩემში საეჭვო ქცევები. მან და მისმა თანამშრომლებმა ღრმად შემისწავლეს და აღმოაჩინეს ბევრი დაუჯერებელი თუ ამოუცნობი ფაქტი ჩემი ცხოვრების შესახებ. საბოლოოდ დამისვეს დიაგნოზი,რომ მე მაქვს იდენტურობის დისოციაციური აშლილობა ანუ პიროვნების გაორება, როდესაც ერთ ინდივიდში ორი პიროვნება ცოცხლობს. ჩემს თავში კი 24 შეიკრიბა. გონებრივი „ოჯახიდან“ ყველაზე კარგად 8-ს ვიცნობ: არტურს - განათლებული ინგლისელი, სახლში წესრიგზე პასუხს ის აგებდა; რეიჯელი - იუგოსლავიელი კომუნისტი, დახელოვნებული კარატესა და ცეცხლსასროლ იარაღებში; ალენი - ქურდბაცაცა და კარგი მანიპულატორი; ტონი - თავის დაღწევისა და ელექტრონიკის ოსტატი; დელი - 14 წლის შეშინებული ბიჭი; დევიდი - სხვების წამებას თავის თავზე იღებდა; ქრისტინა - 3 წლის უსაყვარლესი „ოჯახის“ წევრი და ქრისტოფერი - ქრისტინას ძმა. უმეტეს შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ვერ ეგუებიან, ყველაფერზე სხვადახსვა აზრი გააჩნიათ და მთელ „ცხოვრებას“ კონფლიქტში ატარებენ. მათი გადაცვლისა და გარჩევის შესაძლებლობა ყველა დამკვირვებელს შეუძლია, რადგან თითოეული მათგანისათვის განსხვავებული ხმა და მიმიკაა დამახასიათებელი. ხშირად არტური და რეიჯელი მაკონრტოლებენ, მათ გამოიმუშავეს ქცევის კოდექსი სხვა პიროვნებებისათვის: ორი მათგანი აქცენტით ლაპაპარაკობდა, ერთმა ისეთი ენა იცოდა,რომელიც მე არასოდეს მისწავლია, მეორეს შეეძლო თავი დაეღწია ხელბორკილებიდან, ამიტომ ის ლიდერის როლს ითამაშებდა ციხეში მოხვედრისას,ხოლო მესამე არაჩვეულებრივად ხატავდა. თვით საკუთარი პიროვნებები არ მართავდნენ ჩემს სხეულს, რადგან თუ მე ხელში ჩამივარდებოდა შანსი სხეულის გაკონტროლებისა, ვერ მივხვდებოდი ირგვლივ რა ხდებოდა,სად ვიმყოფებოდი და თვითმკვლელობას ვცდიდი. განმეორებითი „გამოღვიძებით“ შოკში ვვარდებოდი, მეგონა სუიციდის წინა მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, ვფიქრობდი, რომ დიდი ხნის მკვდარი ვიყავი. ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე ქრისტინამ ტორტი გამომიცხო, ამ დღის საპატივსაცემოდ არტურმა ჩემი გამოღვიძების ნება დართო,თუმცა შემთხვევამ კიდევ ერთი სუიციდის მცდელობა გამოიწვია და რამდენიმე წელი „ჩაძინებაც“ მომიხდა. დაკითხვებზე ჩემთან საუბარი უკიდურესად რთული იყო. ფსიქიატრები არტურს დიდი ხნის განმავლობაში თხოვდნენ ჩემს „გაღვიძებას“. არტური დათანხმა იმ პირობით თუ ისინი უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ მცნეს. ახლახანს მოხუცთა თავშესაფარში „გამოვიღვიძე“ და 59 წლის ასაკში ველოდები თუ როდის მომიკაკუნებს კარზე სიკვდილი და დამიხსნის ამ აუტანელი ტანჯვისგან.
ანასტასია მეშვილდიშვილი