2


3 comments:

  1. "Qalaqi"
    Ert sopelshi cxovrobda bichi, romlis saxltan chamorakrakebda mdinare,mdinaris neore napiras ki ishleboda ulamazesi qalaqi, bichi natrobda am qalaqshi moxvedras, mas dzalian ainteresebda qalaqis yoveldgiuri rutina, magram pinansuri problemebis gamo misi ojaxi qalaqshi ver midioda, tumca bichs sjeroda imis, rom ert mshvenier dges moxvdeboda am ulamazes qalaqshi.

    ReplyDelete
  2. მზე
    ოდესმე თუ გიფიქრიათ, რას განიცდიან, ან როგორ წარმოუდგენიათ სამყარო უსინათლო ადამიანებს? მათ ხომ არასდროს უნახავთ მშობლები, და-ძმები, არ უნახავთ სამშობლო, არ უნახავთ მზე. ისინი უსათუოდ სიცარიელეს გრძნობენ. ძალიან ძნელია ასეთ მდგომარეობასთან შეგუება, თუმცა, ალბათ, გაცილებით რთულია იმის გაცნობიერება, რომ ოდესღაც გქონდა მხედველობა, ერთი უბედური შემთხვევის გამო კი, განწირული ხარ სამუდამო სიბნელეში გაატარო ცხოვრება.
    უდიდესი ტრაგედია იყო ის, რაც სიუზის შეემთხვა - 15 წლის ასაკში სრულიად ჯანმრთელი მოზარდი დაბრმავდა. თავს დატეხილი უბედურების შემდეგ ემოციური შოკი მიიღო და ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდიოდა. თავს ფუტკრებივით დასტრიალებდნენ ახლობლები, სურდათ განცდები შეემსუბუქებინათ, თუმცა ვერაფერს ახერხებდნენ. ექიმი მშობლებს არწმუნებდა, რომ სიუზი გამოკეთდებოდა, მოღონიერდებოდა და ოპერაციისთვის მზად იქნებოდა, თუმცა მათ გოგონას მდგომარეობა უიმედოდ ეჩვენებოდათ. მოსიყვარულე ნათესავები ყველანაირად ცდილობდნენ დახმარებას და ბოლოს, იფიქრეს, რომ სიუზის დარდს ყველაზე უკეთ მისნაირი ადამიანი გაუქარწყლებდა
    გოგონას პალატის კარი 12 წლის ტობიმ შეაღო და ბორძიკით შევიდა.
    -გამარჯობა - მიესალმა ბიჭუნა. სიუზი ოდნავ შეკრთა უცხო ხმის გაგონებაზე, პასუხი არ გაუცია. - მე ტობი მქვია, შენ კი, ალბათ სიუზი ხარ. გაგიგებ, თუ ჩემთან საუბარი არ მოგინდება. იცი, მეც ისეთივე ვარ, როგორც შენ. იმას ვგულისხმობ, რომ მეც უსინათლო ვარ, უბრალოდ, მე დაბადებიდან ვარ ასეთი. ვიცი რაც გადაიტანე, სრული უფლება გაქვს არც მომისმინო და არც დამიჯერო, მაგრამ გარწმუნებ, შენი მდგომარეობის გაგება მე სხვებზე უკეთ შემიძლია. კიდევ უკეთ გაგიგებ, თუ მეტყვი ეს როგორ მოგივიდა.
    - ბოდიში, მე... უბრალოდ არ მინდა ამაზე საუბარი.
    -რა თქმა უნდა, ეს შენი უფლებაა. მაშინ მე ჩემზე მოგიყვები. ძალიან მიჭირდა, შევგუებოდი, რომ განსხვავებული დავიბადე. არ მესმოდა, რატომ გამწირა ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის. ძალიან მიჭირდა... იცი, არც ახლაა მარტივი და არამარტო ჩვენთვის, მშობლებსაც ძალიან უჭირთ. ვერც კი წარმოგიდგენია რამხელა გამართლებაა, როცა გვერდით გყავს მოსიყვარულე დედ-მამა, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში დაგიდგნენ. მე ეს ფუფუნება არ მერგო... როდესაც დავიბადე და დედაჩემს ჩემი დაავადების შესახებ ამცნეს, მან უბრალოდ მიმატოვა, მას შემდეგ კი ბავშვთა სახლში ვიზრდები.
    - მე არ ვიცოდი...
    - არ ინერვიულო, ამას უკვე მივეჩვიე, თანაც შენი დახმარება თვითონ მინდოდა.
    - და როგორ მოახერხე? როგორ შეეგუე?
    - როგორც უკვე გითხარი, ახლაც მიჭირს, თუმცა, გაცილებით უფრო ნაკლებად. სრულიად განსაკურნად კი მეტი დროა საჭირო.
    - შენი მხედველობის აღდგენა შესაძლებელია?
    - მგონი, არა, თან უკვე დაგვიანებულია. შენთვის კი სრულიადაც შესაძლებელია! ამისთვის უნდა იბრძოლო და ისევ დაინახავ დედას, მზეს...
    - ტობი, შენ როგორ წარმოგიდგენია მზე?
    - მე... ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ბავშვთა სახლის აღმზრდელი მიკითხავდა მოთხრობებს, მათ უმრავლესობაში კი ბუნება იყო აღწერილი. უმრავლესობა იტყოდა, რომ მზე ოქროსფერი უნდა იყოს, თუმცა, მე ოქროსფერიც კი არ ვიცი როგორია. ყოველ შემთხვევაში, მზე ისეთი უნდა იყოს, მისი შეხედვითაც კი უნდა თბებოდე, მისი დანახვისას გულში სითბო უნდა გეღვრებოდეს. განთიადი... ოჰ, რა ლამაზი უნდა იყოს ქალაქის თავზე აცურებული მზე.
    - სიმართლე გითხრა, ადრე არც დავკვირვებივარ ამას, მხოლოდ ახლა გავაცნობიერე ეს მშვენიერება. განთიადი მართლაც ულამაზესია, როდესაც ჯერ კიდევ ამოუსვლელი მზე ცას აწითლებს, ეს ყველაფერი კი წყალში აირეკლება.
    - წყალი როგორია სიუზი?
    - წყალი სარკესავითაა. ის განუწყვეტლივ მოედინება და ქალაქის მთელ პეიზაჟს საკუთარ თავში იტევს, უზარმაზარ მზესაც კი.
    - რას არ დავთმობდი ამის სანახავად...
    გოგო-ბიჭი კიდევ დიდი ხანი საუბრობდა. ტობი, 12 წლის ბიჭუნა აღმოჩნდა ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სიუზის ძალები აღუდგინა, სიცოცხლის სურვილი შეუნარჩუნა და პრობლემებთან ჭიდილისკენ უბიძგა. გოგონა კვლავ ძალიან განიცდიდა, თუმცა ტობის წყალობით, მასში არსებობდა იმედი. იმედი, რომელიც მის ბნელ სამყაროს ანათებდა და სითბოთი ავსებდა, სწორედ როგორც ოქროსფერი, მოკაშკაშე მზე.

    ReplyDelete