"Gamura" Ert did qalaqshi cxovrobda erti patara gamura, romelic garet mxolod gam-gamobit gamodioda da natrobda mzis shuqis naxvas,tumca es survili ver ausruldeboda is xom gamura iyo.
ძილი - ეს ტერმინი სულიერი არსებებისთვის ცნობილია, როგორც დასვენების,განტვირთვის საშუალება, თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით და მასში შევაღწევთ, მივხვდებით, რომ ძილი მალავს უამრავ საიდუმლოს, რაც კაცობრიობისთვის იდუმალებითაა მოცული. ზოგსაც უფიქრია ამ გრძნობის შესახებ, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოსცემს მის რაობას. ეს ყველაფერი შენით უნდა გამოსცადო და დაეუფლო. საიდან მოდის სიზმრები? ილუზიაა თუ იმ რეალობის ნაწილი,რომელიც ადამიანის გონებას ეკუთვნის. გავიხსენებ ორი წლის წინანდელ ამბავს - როდესაც ღამით ყველა დაწვა და დაიძინა, მე მეღვიძა, ოღონდ გონებით. სხეული ერთ ადგილას გაშეშებულიყო. სმენა დავძაბე და გავიგონე გაურკვეველი ჩქამი,რის გამოც მოულოდნელობისგან შევხტი.ფანჯარა გაღებულ ოთახში რაღაც შემოფრინდა,შეიძლება ღამურა იყო, ფრთებს სწრაფად იქნევდა და ჩემს თავზე ირაოს აკეთებდა. ყურადღება სხვაგან გადავიტანე და ემოციურად დაღლილი, წამიერად გავითიშე. თვალები,რომ გავახილე ისევ სიბნელეში ვიდექი და მთვარის შუქზე, საკუთარ თავს ვხედავდი,რომელიც საწოლზე მშვიდად ისვენებდა. მის გვერდით კი შავი, მაღალი ფიგურა იდგა და ცეცხლისფერი თვალებით შეჰყურებდა ახალგაზრდას. გრძელი, არანორმალურად გამხდარი ხელი მისკენ წაწია. შიშმა ელვასავით დამიარა, თვალები სწრაფად დავახამხამე და ჰაერში მსუბუქად ავიჭერი. კედლებს შუა გავიარე,ცას მივუახლოვდი და გასაოცარი პეიზაჟით დავტკბი - მარჯვნიდან მზე მხარს მითბობდა, მარცხნიდან კი მთვარე. ციურ სხეულებს შენობებით სავსე ქალაქს შუა ზღვარი გაევლოთ. დღე და ღამე... ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ქმნილება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა, როგორც შავი და თეთრი, სინათლე და სიბნელე, სიყვარული და სიძულვილი, სიკეთე და ბოროტება... ფეხებთან ზეწოლა ვიგრძენი,რომელიც ქვევით მიბიძგებდა. წამებშივე მოვწყდი იქაურობას და უკან დავბრუნდი,მკერდი ამტკივდა და სუნთქვაც გამიჭირდა. თვალების გახელისას პირველივე დედაჩემი დავინახე,რომელიც მაფრთხილებდა, რომ თუ დროზე არ ავდგებოდი, სკოლაში დამაგვიანდებოდა...
"Gamura"
ReplyDeleteErt did qalaqshi cxovrobda erti patara gamura, romelic garet mxolod gam-gamobit gamodioda da natrobda mzis shuqis naxvas,tumca es survili ver ausruldeboda is xom gamura iyo.
ეს მესიჯია? მოთხრობა/მინიატურა/ნოველა შეუცვალე ფორმა და ზომაში გაზარდე. სახელი და გვარი არ დაგავიწყდეს წესების შესაბამისად.
Delete"ცა"
ReplyDeleteძილი - ეს ტერმინი სულიერი არსებებისთვის ცნობილია, როგორც დასვენების,განტვირთვის საშუალება, თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით და მასში შევაღწევთ, მივხვდებით, რომ ძილი მალავს უამრავ საიდუმლოს, რაც კაცობრიობისთვის იდუმალებითაა მოცული. ზოგსაც უფიქრია ამ გრძნობის შესახებ, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოსცემს მის რაობას. ეს ყველაფერი შენით უნდა გამოსცადო და დაეუფლო. საიდან მოდის სიზმრები? ილუზიაა თუ იმ რეალობის ნაწილი,რომელიც ადამიანის გონებას ეკუთვნის. გავიხსენებ ორი წლის წინანდელ ამბავს - როდესაც ღამით ყველა დაწვა და დაიძინა, მე მეღვიძა, ოღონდ გონებით. სხეული ერთ ადგილას გაშეშებულიყო. სმენა დავძაბე და გავიგონე გაურკვეველი ჩქამი,რის გამოც მოულოდნელობისგან შევხტი.ფანჯარა გაღებულ ოთახში რაღაც შემოფრინდა,შეიძლება ღამურა იყო, ფრთებს სწრაფად იქნევდა და ჩემს თავზე ირაოს აკეთებდა. ყურადღება სხვაგან გადავიტანე და ემოციურად დაღლილი, წამიერად გავითიშე. თვალები,რომ გავახილე ისევ სიბნელეში ვიდექი და მთვარის შუქზე, საკუთარ თავს ვხედავდი,რომელიც საწოლზე მშვიდად ისვენებდა. მის გვერდით კი შავი, მაღალი ფიგურა იდგა და ცეცხლისფერი თვალებით შეჰყურებდა ახალგაზრდას. გრძელი, არანორმალურად გამხდარი ხელი მისკენ წაწია. შიშმა ელვასავით დამიარა, თვალები სწრაფად დავახამხამე და ჰაერში მსუბუქად ავიჭერი. კედლებს შუა გავიარე,ცას მივუახლოვდი და გასაოცარი პეიზაჟით დავტკბი - მარჯვნიდან მზე მხარს მითბობდა, მარცხნიდან კი მთვარე. ციურ სხეულებს შენობებით სავსე ქალაქს შუა ზღვარი გაევლოთ. დღე და ღამე... ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ქმნილება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა, როგორც შავი და თეთრი, სინათლე და სიბნელე, სიყვარული და სიძულვილი, სიკეთე და ბოროტება... ფეხებთან ზეწოლა ვიგრძენი,რომელიც ქვევით მიბიძგებდა. წამებშივე მოვწყდი იქაურობას და უკან დავბრუნდი,მკერდი ამტკივდა და სუნთქვაც გამიჭირდა. თვალების გახელისას პირველივე დედაჩემი დავინახე,რომელიც მაფრთხილებდა, რომ თუ დროზე არ ავდგებოდი, სკოლაში დამაგვიანდებოდა...
ანასტასია მეშვილდიშვილი