7


3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. სამართალდამცველი
    - უსამართლობა!- ეს ფრაზა დღესდღეობით ჩვენ ხშირად გვესმის; ხშირია შემთხვევები ბულინგის. თუნდაც ავიღოთ ჩვენი თანატოლი სკოლის მოსწავლეები. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ სუსტი ყოველთვის იჩაგრება ძლიერის მიერ. თუმცა ჩვენ არ ვგრძნობთ და არ ვიაზრებთ დაჩაგრულის მდგომარეობას და ტკივილს.

    მოდით, მე მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
    ეს მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ. მე და დედაჩემი ერთად ვცხოვრობდით პატარა ქალაქში. ერთ დილას ქუჩაში მივსეირნობდი. გარეთ არავინ იყო. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ამ სამყაროს ერთადერთი ბინადარი ვიყავი. მივდიოდი ნაცრისფერ ქუჩაში ფიქრებში ჩაფლული და კიდევ დიდხანს ვივლიდი რომ არა მეზობელი ეზოდან მომავალი ხმაური. ყური მივუგდე, კამათს გავდა. რომ მივუახლოვდი, თვალწინ არასასიამოვნო სცენა გადამეშალა. ჩვენი მდიდარი მეზობელი მეეზოვეს ჩაგრავდა და აბუჩად იგნებდა. ის კი საცოდავად მობუზულიყო და ვერაფერს უბედავდა.

    სწრაფადვე გამოვეცალე იქაურობას. მე რა შემეძლო, რით უნდა მეშველა საწყალი კაცისთვის თავად თითისტოლას...

    სახლში მივედი. დედის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია ჩემი უგუნებობა.
    - უბრალოდ მეეზოვეზე ვფიქრობდი.
    - მეეზოვეზე?
    - ხო, დღეს ჩვენი უტიფარი მეზობელი ცუდად ექცეოდა.
    - ეჰ, უსამართლოა სამყარო...

    ამ დღეს ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა. გამოჩნდა გზა, რომელიც ჩემი ცხოვრების სავალი უნდა ყოფილიყო. მე გადავწყვიტე გავმხდარიყავი სამართალდამცველი!

    და აი, თორმეტი წლის შემდეგ, მე უკვე წარმატებული სამართალდამცველი ვარ.
    თამარ სოზიაშვილი

    ReplyDelete